გმირი მამებიც არსებობენ. თქვენ როგორ გგონიათ?! დედიკო – თავისთავად, მაგრამ, თუ მამაკაცმა მოინდომა…
ახლახან კენიაში გარდაიცვალა კაცი, რომელმაც თავისი სიმდიდრე ას ცოლსა და მათთან შეძენილ 200 შვილს გაუნაწილა. პირველი ცოლი 1949 წელს შეირთო, როცა 22 წლის იყო, ბოლოს კი 1992 წელს დაქორწინდა. ანსენტუსმა – ასე ერქვა მას, – სკოლაც კი ააშენა, რომ მის შვილებს კარგი განათლება მიეღოთ.
სპერმის ყველაზე აქტიურ დონორად, საკმაოდ დიდხანს იყო მიჩნეული ამერიკელი ჯეფრი ჰარისონი. ის 20 წელი აბარებდა სპერმას სპეციალურ ბანკში და შესაბამისად, მისი შვილების რიცხვის დადგენა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
ოსლოში (ნორვეგია) ერთ მრავალშვილიან მამას ძეგლიც დაუდგეს – ეს არის მამაკაცის სკულპტურა, რომელიც ჩვილი ბავშვებით ჟონგლიორობს.
ავტორი