სატყეო სექტორის რეფორმის ხელშეწყობის პროექტის „ეკოჯორჯიას“ ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობების დაგეგმვისთვის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ჩოხატაურის მერის პირველი მოადგილე მაია კუტუბიძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაალ მამალაძე და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ. მონაწილეები შეთანხმდნენ 2023 წელს განსახორციელებელ აქტივობებზე, რომლებიც მორგებული იქნება მუნიციპალიტეტის საჭიროებებს. პროექტი „ეკოჯორჯია“ თანადაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს, გერმანიისა და შვეიცარიის მთავრობების მიერ და ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით. პროექტის ერთ-ერთი მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობებისა და თემების შესაძლებლობათა გაძლიერება და მათი ჩართულობის ზრდა ტყის მდგრადი მართვის პროცესში. პროექტი ხორციელდება 3 სამიზნე რეგიონში და მოიცავს 8 მუნიციპალიტეტს, რომელთა შორისაა გურიის სამივე მუნიციპალიტეტი. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved