ავტოსაგზაო შემთხვევა რიკოთთან – მიკროავტობუსი კლდეს შეეჯახა, შემდეგ კი გადაბრუნდა, – ინფორმაციას რეგიონული მედია “მოზაიკა” ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
“რიკოთის გვირაბთან, ფორდის მარკის მიკროავტობუსი გზაზე მოცურდა და კლდეს შეასკდა. მერე ცალ გვერდზე გადაბრუნდა”, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.