უკრაინის მმართველი ფრაქციის ხალხის მსახურის თავმჯდომარისა და რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის, დავით არახამიას თქმით, კორუმპირებულ ჩინოვნიკებს პასუხისმგებლობა ელოდებათ და გაზაფხულიდან აქტიურად დაიწყება მათი ციხეში ჩასმა.
მისი თქმით, დროის ამოწურვა აღარ მუშაობს. ზოგმა აზროვნება დაკარგა და ძარცვავს შიშისა და სინანულის გარეშე.
“სავარაუდოდ, გაზაფხულიდან აქტიურად დავიწყებთ მათ ციხეში ჩასმას. რადგან არ გამოდის ადამიანურად, მაშინ იქნება ომის დროის შესაფერისი კანონმდებლობით. ზოგიერთმა ადამიანმა საერთოდ დაკარგა გონება და მაროდიორობენ შიშისა და სინდისის ქენჯნის გარეშე”,– თქვა არახამიამ.
არახამიამ აღნიშნა, რომ ეს ეხება როგორც გენერატორების ბოლო შესყიდვებს, ასევე თავდაცვის დეპარტამენტში ახალ სკანდალებს.
არახამიას თქმით, შესაბამისი კომიტეტი დღეს შეიკრიბება და თავადვე იქნება ინიციატორი აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლის აღდგენის. გარდა ამისა, არახამიამ აღნიშნა, რომ ის ომის დაწყების დღიდან, თანამდებობის პირებს მუდმივად მოუწოდებს, სრული ფოკუსირება მოახდინონ ომზე, დაზარალებულების დახმარებაზე, ბიუროკრატიის შემცირებაზე და ასევე, დაასრულონ საეჭვო საქმეებზე მუშაობა.
მისი თქმით, კომიტეტის სხდომაზე შეისწავლიან სიტუაციას და ის თავად იქნება ინიციატივით აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლის დაბრუნების ინიციატორი.
არახამიას თქმით, 24 თებერვლიდან ხელისუფლება „ოფიციალური და არაოფიციალური არხებით“ მუდმივად მოუწოდებს ყველა დონის ჩინოვნიკებს, ყურადღება გაამახვილონ ომზე, დაეხმარონ დაზარალებულებს, შეამცირონ ბიუროკრატია და შეწყვიტონ საეჭვო ბიზნესი.
გენერატორების შესყიდვებთან დაკავშირებით, დაკავებულია უკრაინის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილე, თავდაცვის სამინისტროს კი ჯარისთვის საკვები პროდუქტების საბაზრო ღირებულებაზე ძვირად შეძენა ედება ბრალად.
ავტორი