საგარეჯოში 20 იანვარს დაღუპული პოლიციელის, ოთარ ღვინიაშვილის შესახებ თავისი ოჯახი _ მეუღლე და შვილები საუბრობენ ინტერვიუში, რომელიც “დილა მშვიდობისა, საქართველომ” ჩაწერა.
ინტერვიუში იხსენებენ მასთან გატარებულ დღეებს. როგორც ღვინიაშვილის მეუღლე ყვება, ნიშნობს დღეს აგვისტომს ომი დაიწყო და ოთარი საომრად წავიდა.
„ქორწილი 2008 წლის 6 აგვისტოს გვქონდა. ნიშნობის დღეს წაიყვანეს ომში. ძალიან დიდი ისტორიები გადაგვხდა თავს. ყველაზე ბოლოს ეს ჩამოვიდა ომიდან. ხომ იცი რა ვაჟკაცი ქალიც ხარო, ასე მეუბნებოდა ხოლმე. არანორმალური სიყვარული გვქონდა. გვქონდას რომ ვამბობ ძალიან გული მტკივა, მაგრამ რას ვიზამთ, ასე გამოდის… 14 წელი ვიცხოვრეთ სულ ერთად“, _ ამბობს პოლიციელის მეუღლე.