მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის ოჯახი ითხოვს სასჯელის გადავადებას. გიული ალასანიამ დღეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი განა არ ჭამს, უბრალოდ ვერ ჭამს, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
“საერთოდ ჩვენი თხოვნა საზღვარგარეთ გადაყვანა კი არ არის, არის ის, რომ გადაუვადონ სასჯელები. მერე თვითონ ადამიანი რომ იქნება თავისუფალი თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას სად წავიდეს. იქნებ აქ რჩება? არ ვიცი. იქნებ აქ აპირებს მკურნალობის გაგრძელებს. არ ჭამს კი არა ვერ ჭამს. რამდენჯერ გავიმეორო ერთი და იგივე?!”- ამბობს გიული ალასანია.