შვეიცარელმა ინჟინრებმა შექმნეს მოწყობილობა, რომელიც ცხოველის ყელსაბმელზე მაგრდება და გულის რიტმის გარკვეულ სიხშირეზე, მოქმედებაში მოდის. ეს კი, როგორც წესი მაშინ ხდება, როცა ცხვარს მტაცებელი უახლოვდება და იგი შეშინდება.
ათ ცხვარს, სენსორებიანი ყელსაბმელი ჩამოჰკიდეს. შემდეგ მათკენ ორი მგელი გაუშვეს. მიუხედავად იმისა, რომ მტაცებლებს პირზე ალიკაპი ჰქონდათ გაკეთებული, განგაშის სისტემა მაინც ამოქმედდა.
ჩვეულებრივ, ცხვრების გულის რიტმი წუთში 60-80 დარტმას შეადგენს. მგლების გამოჩენის დროს კი, ეს მაჩვენებელი 225-მდე გაიზარდა. სისტემამ გულის ცემის სიხშირის გაზრდა დააფიქსირა და მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ SMS-შეტყობინება მობილურზე გააგზავნა.
ავტორი