რეკლამებს თუ დავუჯერებთ, ბევრი კოსმეტიკური საშუალება ნამდვილ სასწაულს ახდენს, თუმცა მომხმარებელს როგორც წესი, შედეგის რეალურად შეფასება უჭირს.
ქალბატონების ინტერესებს ამიერიდან მათივე სმარტფონი დაიცავს. იაპონურმა კომპანია “Fujitsu”-მ სმარტფონებისთვის სპეციალური პროგრამა შეიმუშავა, რომელიც კანის მდგომარეობის დიაგნოსტიკას ახდენს და მის მფლობელს დეტალურ შედეგებს აწვდის.
პროგრამის საფუძველს კანის ტონალობის შეფასების სკალა და ცვლილებების ამსახველი სპეციალური სისტემა ქმნის, რომელიც კანის მდგომარეობის დინამიკაზე დაკვირვების საშუალებას იძლევა. მსგავსი გამოკვლევის ჩატარება აქამდე მხოლოდ კოსმეტოლოგების მიერ გამოყენებული პროფესიონალური აპარატით იყო შესაძლებელი.
ავტორი