გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელი დოდო გვაზავა, ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ სინოპტიკური სიტუაცია იცვლება.
“დასავლეთ საქართველოში დღეს დღის განმავლობაში უმეტეს რაიონში ისევ ითოვებს. სანაპირო ტერიტორიაზე შეიძლება თოვლი თოვლ-ჭყაპში გადავიდეს ტემპერატურის მომატების გამო. ღამით შენარჩუნდება ყინვა დაბლობ რაიონებში -3 -იდან +2 გრადუსამდე, მთებში -2, -7, ხოლო მაღალ მთებში -7, -12 გრადუსი.
ხვალ დღისით უკვე დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +2, +7 გრადუსამდე მოიმატებს. ამიტომ ხვალ დაბლობში იწვიმებს, მთაში თოვლჭყაპი, ხოლო მაღალ მთაში თოვლია მოსალოდნელი. მსგავსი ამინდი შენარჩუნდება 19 თებერვლის საღამოს საათებამდე. 20 თებერვალს კვლავ ნალექია მოსალოდნელი, ოღონდ სველი თოვლის სახით დაბლობ რაიონებში, ხან წვიმას გაურევს, ეს მოხდება ატოსფეროში მიმდინარე ცვლილებების გამო, რადგან სამხრეთიდან თბილი ჰაერი აქტიურდება, ხოლო ჩრდილოეთიდან მაინც ცივი ჰაერია და გამყოფი ზედაპირი ხვდება ჩვენთან, დაბლობ ტერიტორიაზე.
რაც შეეხება სანაპირო რაიონებს- იწვიმებს, დაბლობ რაიონებში ისევ თოვლჭყაპია მოსალოდნელი, ხოლო 21-22 თებერვალს ინტენსიური.
არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება 23 თებერვლის ღამის საათების ჩათვლით”,_ ამბობს გვაზავა.
ავტორი