სულ ცოტა ხნის წინ, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა მედიისთვის საგანგებო ბრიფინგი გამართა.
რა პრობლემები შექმნა ორი დღის წინ მოსულმა თოვლმა იმერეთის მხარეში, როგორ მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები,_ ჟურნალისტების ამ და სხვა შეკითხვებს ზვიად შალამბერიძემ დეტალურად უპასუხა.
,,გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში იმერეთში ინტენსიურად თოვდა. რიგ მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარმა 180 სანტიმეტრსაც კი მიაღწია. 24 საათის განმავლობაში მუშაობს ჩვენს ხელთ არსებული ყველა ტექნიკა და ყველა შესაბამისი სამსახური. წუხელ 128 გზა გავწმინდეთ. ამ წუთებში მიმდინარეობს 114 ლოკაციაზე გაწმენდითი სამუშაოები. გუშინ 50 000- მდე აბონენტს არ მიეწოდებოდა ელექტრო ენერგია და დღეის მდგომარეობით ეს ციფრი 20 000 აბონენტამდე დავიყვანეთ. რა თქმა უნდა, მუშაობა მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით და თავისთავად კიდევ დავამატებთ ტექნიკას, უფრო ეფექტური სამუშაოები რომ განვახორციელოთ. ჩაკეტილი გზების პრობლემა ძირითადად მაღალმთიან სოფლებში გვაქვს, 100- მდე სოფელში გვაქვს ცენტრალური გზა გასაწმენდი. ამ მიმართულებებზე დილიდან მიმდინარეობს სამუშაოები. რაც შეეხება ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს, იქ გადაადგილებაზე შეფერხება არ არის”,_ განაცხადა შალამბერიძემ.
ავტორი