ისრაელის საჰაერო ძალებმა შაბათს გვიან ღამით განახორციელეს საჰაერო დარტყმა დამასკოს საცხოვრებელ უბნებზე.
როგორც სირიაში აცხადებენ, საჰაერო იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის 4 მოქალაქე და 1 სამხედროა. დაშავებულია 15 ადამიანი.
როგორც The Times of Israel იუწყება, ისრაელის თავდაცვის ძალებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.