ფრენბურთელი ანა კალანდაძე ,,ჩემპიონთა ლიგის” ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, _ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
“ქართველი ფრენბურთელი ანა კალანდაძე ,,ჩემპიონთა ლიგის” ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშეა. გამოკითხვა ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარდა. ანას გარდა საუკეთესოს ტიტულისთვის იზაბელ ჰააკი, ჯორდან ტომპსონი და ვიტა აკიმოვა იბრძოდნენ. ქართველმა ფრენბურთელმა ხმების 41.3 % მოაგროვა და კონკურენტებს დიდი უპირატესობით აჯობა.
აღსანიშნავია, რომ ანა კალანდაძე პოლონური ,,დოლინა ჟეშუვის” რიგებში ასპარეზობს”.