ოზურგეთში სამოქალაქო მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ ორგანიზებით მშვიდობიანი აქცია გაიმართა.
ე.წ. ჭადრების ბაღში რუსეთ-უკრაინის ომის ერთი წლის თავზე მოქალაქეები შეიკრიბნენ.
,,რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან ერთი წელი გავიდა. სამოქალაქო მოძრაობა ,,თავისუფლებისთვის” მხარს უჭერს უკრაინას და პირველივე დღიდან სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს. უკრაინელებმა მთელ მსოფლიოს აჩვენეს გმირობის, თავდადების და გაუტეხელობის მაგალითი. ეს ომი, ყველას გვეხება, უკრაინის გამარჯვება – ნათელი სამყაროს გამარჯვებაა,“ – გვითხრა “თავისუფლებისთვის“ დამფუძნებელმა და წევრმა, ნინე ულუმბელაშვილმა.
აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ მოქალაქეები და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს უკრაინისადმი მხარდაჭერა.
ავტორი