უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კაუნასში საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებისთვის ვიდეო მიმართვაში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების წლისთავზე მან განაცხადა, რომ „რუსეთმა უკრაინაში უნდა წააგოს“.
მისი თქმით, რუსეთმა უნდა დაივიწყოს საკუთარი მიზნები კიევის, ვილნიუსის, ლატვიის, საქართველოსა და ყველა იმ სხვა ქვეყნის შესახებ, რომელსაც ემუქრება.
„რუსულმა რევანშიზმმა სამუდამოდ უნდა დაივიწყოს კიევი და ვილნიუსი, კიშინიოვი და ვარშავა, ჩვენი ძმები ლატვიაში და ესტონეთში, საქართველოში და ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, რომელსაც ახლა ემუქრებიან რუსი მკვლელები. ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. ჩვენ გვაქვს ეს ისტორიული შანსი “, – განაცხადა ზელენსკიმ.
შეხვედრაზე ლიტვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ კი, კაუნასში გამართულ ფორუმზე განაცხადა “მშვიდობის ფორმულაა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან: უკრაინისა და ლიტვის ერთობლივი ქმედებები გრძელვადიანი მშვიდობისთვის”.
ავტორი