პარლამენტთან ოპოზიციის დაანონსებული აქცია მიმდინარეობს.
შეკრებილი ადამიანები აპროტესტებენ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივების კანონს, რომლის განხილვაც ახლა პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე მიმდინარეობს.
აქციაზე გაისმა ინიციატივა, რომ დარჩნენ კომიტეტის სხდომის დასრულებამდე და იქედან გამოსულ პარლამენტარებს სირცხვილის კორიდორი მოუწყონ.
ცნობისთვის, კომიტეტის სხდომის დაწყებას წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.