მელიტოპოლში, რუსი ოკუპანტების სამხედრო ბაზებზე ორი ძლიერი აფეთქება მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი ავრცელებს.
ფედოროვმა საინფორმაციო ტელემარათონის დროს განაცხადა, რომ განადგურებულია ორი სამხედრო ბაზა, სადაც ოკუპანტები იმყოფებოდნენ.
“ქალაქის ჩრდილოეთ რაიონებში ორი ძლიერი აფეთქება გაისმა. უკვე არსებობს ინფორმაცია, რომ განადგურდა ორი ობიექტი, სადაც მეამბოხეები იმყოფებოდნენ”, – ამბობს ფედოროვი.
მან აღნიშნა, რომ ელოდება ინფორმაციის დადასტურებას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისგან.
ავტორი