„ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ბოიკოტის შეწყვეტაზე ფიქრობენ. კონსულტაციები უკვე დაიწყო. წინასწარი კომენტარებით ირკვევა, რომ ისინი ხვალინდელ პლენარულ სხდომას დაესწრებიან.
„მე ბოიკოტის რეჟიმში ვიმყოფები და ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, კონსულტაციის რეჟიმში ვართ. ბოიკოტი არ არის რთული პროცედურა, როგორც კი შედიხარ, იმავე წამს იხსნება ბოიკოტი. ვნახოთ როგორ დასრულდება დღევანდელი დღე. აზრი თუ არაფერს არ აქვს და მხოლოდ ქუჩას ტოვებენ ესენი, ამის მიხედვით ვფიქრობ“, – განაცხადა პარტია „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა.