თბილისში, მეტროსადგურ “დელისთან” კაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ბიზნესცენტრის ეზოში მოხდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ გაიგეს რამდენიმე გასროლის ხმა.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ამ ეტაპზე უცნობია, როგორია დაჭრილის მდგომარეობა.