ეუთო/ოდირის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში ინიცირებული ე.წ. უცხოური გავლენის აგენტებზე კანონპროექტის შესახებ დასკვნას ამზადებენ. ამის შესახებ ორგანიზაცია Twitter-ზე წერს.
მათი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ითანამშრომლებენ საერთაშორისო პარტნიორებთან.
“გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დემოკრატიის ფუნდამენტია. ოდირი ამზადებს დასკვნას ე.წ უცხოური აგენტების კანონის შესახებ საქართველოში, რათა შევაფასოთ მათი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან და ჩვენ ვითანამშრომლებთ საერთაშორისო პარტნიორებთან ამ მნიშვნელოვან საქმეზე”, – წერს ორგანიზაცია Twitter-ზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 6 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში “ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატების მიერ ინიცირებულ “რუსულ კანონპროექტს” განიხილავენ.
განხილვისას, სხდომაზე იყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება. პარლამენტთან კი, კანონის წინააღმდეგ საპრტოტესტო აქციას მართავს, პოლიტიკოსები, აქტივისტები, სტუდენტები.
ავტორი