ევროპული მოგზაურობისა და ინფორმაციის ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) ამოქმედება 2024 წლამდე გადაიდო.
სისტემა, რომელიც შენგენის ზონასა და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების მოქალაქეებს შეეხებათ, 2023 წლის ნოემბერში უნდა ამოქმედებულიყო.
“ევროკავშირმა ახლახან გადახედა ETIAS-ის შემოღებას. ახლა ის ამოქმედდება 2024 წელს, რომელის გაშვებაც დაგეგმილი იყო 2020, 2022, 2023 წლებში. ETIAS ნიშნავს ევროკავშირის სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემას. მოგზაურებს, რომლებიც ეწვევიან ევროპაში 2024 წლიდან, მათ გამგზავრებამდე მოეთხოვებათ ონლაინ ETIAS-ის მიღება. ყოველწლიურად ევროპაში 37 მილიონზე მეტი ვიზიტორით, ETIAS-ის დანერგვა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მოგზაურთა გეგმებზე მთელი მსოფლიოდან”, – ნათქვამია განცხადებაში.
ETIAS-ის სისტემა არის, მკაცრი ახალი მოთხოვნა ევროპული ელექტრონული მოგზაურობის ავტორიზაციისთვის, არის ევროპაში მზარდი ტერორისტული საფრთხის საპასუხოდ, რომლის მიზანია გააძლიეროს სასაზღვრო კონტროლი და შემოწმებები ყველა ვიზიტორზე მათ ჩასვლამდე. ამ ნაბიჯით მგზავრებს დაკითხავენ ევროპაში მათი მოგზაურობის გეგმების შესახებ.
ETIAS-ის მოგზაურობის ნებართვის მიღების მსურველს განაცხადის შევსება ონლაინ შეეძლება და გარკვეულ კითხვებზე, მათ შორის ჯანმრთელობასა და ნასამართლეობაზე პასუხის გაცემა მოუწევს. განაცხადი ელექტრონულად დამუშავდება და რამდენიმე საათში ავტორიზაციის მიღება შესაძლებელი ელექტრონულ ფოსტაზე იქნება.
აპლიკაციის შევსების საფასურად განსაზღვრულია 7 ევრო. ამ ფასის გადახდა მოუწევთ ETIAS-ის ნებართვის მიმღების მსურველების, რომლებიც 18-დან 70 წლამდე არიან. ამ ასაკობრივი ზღვრის მიღმა მყოფი პირებისთვის აპლიკაციის შევსება უფასო იქნება.
ETIAS-ის მოგზაურობის ნებართვით სარგებლობა 3 წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ექნება სურვილი, რომ ევროკავშირში ETIAS-ის მიერ განსაზღვრულ დროზე მეტ ხანს დარჩეს, მას დარჩენის მიზეზების შესაბამისი ვიზის აღება მოუწევს.
ეს შეზღუდვა დაახლოებით 60 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შეეხება.
ავტორი