ტრენერთა ასოციაცია ყველა ტრენერს და მათ პარტნიორ ორგანიზაციას მოუწოდებს, რომ დროებით შეწყვიტონ საჯარო სექტორისთვის სატრენინგო სერვისების მიწოდება, სანამ პარლამენტი რუსულ კანონს განიხილავს, – ამის შესახებ ორგანიზაცია FACEBOOK – ზე წერს.
“ძვირფასო კოლეგებო,
მივმართავთ უკიდურეს ფორმას საქართველოს მომავლისთვის, ადამიანებისთვის რომელიც ჩვენი მთავარი ღირებულებაა…
გთხოვთ, თითოეულ ტრენერს, თითოეულ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციას – სანამ განიხილება რუსული კანონის აქტიურად მიღების პროცესი, შევწყვიტოთ საჯარო სექტორისთვის სატრენინგო სერვისის მიწოდება.
ჩვენ ყველამ ერთად ხიდები ავაშენეთ ორმხრივად საჯარო სექტორთან. ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციებს-მეგობრებს შორის არა ერთი მათგანია. კოლეგებო, ეს არის დროებითი პროცესი, რომელიც მიმართულია კონკრეტულად – რუსული კანონის შესაჩერებლად.
ტრენერები ვანვითარებთ ადამიანებს, ვემსახურებით სამშობლოს და ვცნობთ საქართველოს მთლიანობას ევროპულ ინტეგრაციაში”, – წერს ტრენერთა ასოციაცია.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 6 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში “ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატების მიერ ინიცირებულ “რუსულ კანონპროექტს” მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის განხილვა, საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა. დაპირისპრება იყო სხდომათა დარბაზშიც, სადაც დეპუტატები ერთმანეთს როგორც ფიზიკურად, ისე სიტყვიერადაც დაუპირისპირდნენ.
ავტორი