„ჩვენ სიმართლეს გავიტანთ და ამას გავაკეთებთ საზოგადოების ინტერესებისათვის. რა არის ცუდი განვითარება? ცუდი განვითარება არის ბაკურიანის შეკრების დაფინანსება, „სირცხვილიას“, „დროას“ და სხვა ექსტრემისტების დაფინანსება და მხარდაჭერა. ამ კანონპროექტის მიღების შედეგად, ეს ყველაფერი გახდება გამჭვირვალე. საბოლოო ჯამში ის ძალები, რომლებიც აფინანსებდნენ საქართველოში რადიკალიზმსა და პოლარიზაციას, მომავალში თავს შეიკავებენ ასეთი ქმედებების დაფინანსებისგან. ეს იქნება ამ კანონის შედეგი, რომელიც გამომდინარეობს ჩვენი საზოგადოების ინტერესებიდან. ეს არის – ამ კანონპროექტის დაკავშირება კანდიდატის სტატუსთან არის ცარიელი სპეკულაცია ერთი მარტივი მიზეზის გამო. ჩვენ მაქსიმალური პატივისცემა გამოვხატეთ ევროპული ინსტიტუტების მიმართ იმით, რომ გავაგზავნეთ ეს პროექტი ვენეციის კომისიაში. ველოდებით ვენეციის კომისიიდან დასკვნას და ამის შესაბამისად გავაგრძელებთ მოქმედებას – საზოგადოებას იმაშიც კი ატყუებდნენ, რომ ეს კანონი უკვე მიღებულია. გუშინ საზოგადოების 90%-მა იცოდა ტყუილი, რომ თითქოს პარლამენტმა დაასრულა ამ კანონის მიღება. კანდიდატის სტატუსთან ამ საკითხის დაკავშირება არის წმინდა წყლის სპეკულაცია“, – განაცხადა კობახიძემ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გამართულ ბრიფინგზე.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved