საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგები დღეს, 8 მარტს, თბილისის დროით 03:15 საათზე დაფიქსირდა.
ეპიცენტრი ქალაქ ყვარელთან, სამხრეთ-აღმოსავლეთით – 16კმ-ში, სოფელი თხილისწყარო იყო.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3,4 მაგნიტუდა შეადგინა.