რამდენიმე ხნის წინ გამოცემამ Rolling Stone საინტერესო იმფორმაცია გამოაქვეყნა. ახლო წარსულში ცნობილმა ბრიტანელმა ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა მეუღლე ვიქტორია ადამსს კერძო მასწავლებელი დაუქირავა.
გასულ წელს ვიქტორიამ ბრიტანულ მასმედიასთან ერთი სკანდალური განცხადება გააკეთა. აღმოჩნდა, რომ ქალბატონი ვიქტორია წიგნებს საერთოდ არ კითხულობს.
ადამსის მტკიცებით, ცხოვრების განმავლობაში არც ერთი წიგნი წაკითხული არ აქვს. მისი თქმით, მას ჟურნალების თვალიერება და მუსიკის მოსმენა უყვარს.
“არც ერთი წიგნი ცხოვრებაში არ წამიკითხავს. მე უბრალოდ ამის დრო არ მაქვს. უპირატესობას მშვიდ ვითარებაში მუსიკის მოსმენას ვანიჭებ. თუმცა ყველაზე მეტად მოდების ჟურნალის კითხვა მსიამოვნებს,” – განაცხადა ვიქტორია ადამსმა.
ამ „გულახდილი“ ინტერვიუს შედეგ დევიდმა საყვარელი ცოლის კულტურული განვითარების საქმეს ხელი სერიოზულად მოკიდა.
მის მიერ დაქირავებული მასწავლებელი, ქალბატონ ვიქტორია ადამსს, მსოფლიო კლასიკაში შესულ მხატვრულ ნაწარმოებებს ძალით ან ნებაყოფლობით გააცნობს.
გაგეცინებათ და ვიქტორიამ, თავდაპირველად „ტომ სოიერის თავგადასავალი“ და „ალისა საოცრებათა ქვეყანაში უნდა წაიკითხოს“. ამის შემდეგ უფრო სერიოზული ნაწარმოებების გაცნობის დრო დაუდგება.
ავტორი