ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა, პრემიერის გამოსვლას ეხმაურება და წერს:
“სატანისტები…. ვაჰ კაცო…
ათასობით საკუთარ თანამოქალაქეს შეცდომაში შეყვანილს რომ დაუძახებ და ერთი სიტყვა არ დაგცდება, რატომ ციტირებდა მმართველი პარტია ვლადიმერ პუტინს ერთ-ერთში, ეს უკვე დიდი პრობლემაა.
ამ უფსკრულისა და სხვადასხვა ენაზე საუბრის, ამ მუქარის, ხალხის აბუჩად აგდების, გაბრიყვებულების წოდების შემდეგ ყველა ინდიკაციაა:
1. ჩვენ გვექნება ურთულესი პოლიტიკური ზაფხული;
2 ჩვენ გექნება საკმაოდ რთული შემოდგომა;
3.ხელისუფლება და პირადად ბატონი ღარიბაშვილი ძალიან ინანებს დღევანდელ გამოსვლას, ეს იყო პირდაპირი მუქარა ხალხის – ბოდიში, შეცდენილების მისამართით.
4. ხელისუფლება ასე პროვოცირებდეს ხალხს და საკუთარ მომავალსაც არ უფრთხილდებოდეს – ეს ნონსენსია, ამიტომ ამას ექნება შედეგი აუცილებლად.
5. ამ ვითარებაში ხალხს რომ ვერ ხედავ და მთავარ ვიზავად ისევ სააკაშვილს წარმოაჩენ, ეს ცალკე პარანოიაა.
6. კი ინანებს, მაგრამ დროს უკან ვერ დააბრუნებ;
7. რა Gen Z, რა 21-ე საუკუნე…. ტიპები სხვა დროში და სივრცეში ცხოვრობენ…”