პირველი მარტიდან მნიშვნელოვნად შემცირდა გრიპის ხვედრითი წილი, მოიმატა რინოვირუსმა, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მსოფლიოში, ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევები 60%-ით არის შემცირებული.
“ბოლო ორი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა გრიპის ხვედრითი წილი. სამაგიეროდ, მოიმატა რინოვირუსმა, რაც გაციების გამომწვევი ვირუსია. თუ 5-6% იყო გასულ კვირას, ახლა 20%-ია,” – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
მისივე თქმით, მსოფლიოში, ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევები 60%-ით არის შემცირებული.