პრორუსულმა, მოძალადეების დაჯგუფებამ პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და ფეხებით შედგენენ, შემდეგ კი დაწვეს.
ამ ეტაპზე პოლიციას ამ ქმედებისთვის არავინ დაუკავებია და არც ხელი შეუშლიათ დროშის დაწვაში.
“ალტ ინფო” და მათი მხარდამჭერი პრორუსული ჯგუფი მსვლელობისას აგრესიულ მუქარის შემცველ განცხადებებს ავრცელებდნენ.
იურისტი ზაზა ბიბილაშვილი აცხადებს, რომ რადიკალებმა მის იურიდიულ ოფისს ქვა ესროლეს, ასევე ქვა ესროლეს აივანს, სადაც უკრაინის დროშა ეკიდა.
,,არანაირი ალტინფო, ეს რუსული ოცნების მიერ ორგანიზებული აქციაა, რომელიც გზად ყველაფერს არბევს და რომელსაც პოლიცია მაქსიმალურ კომფორტს უქმნის. ეს ქვა რამდენიმე წუთის წინ შემოვარდა ჩვენს ოფისში. თავში ხვდებოდა თანამშრომელს, ხელი აიფარა, ხელი აქვს დასისხლიანებული. კლავდნენ, ფაქტობრივად. ყველაფერი გადაღებულია. კარგად ჩანს, ვინ ისვრის,“ – წერს ბიბილეიშვილი.
ავტორი