“თქვე დალოცვილებო, რა ჩააცივდით ამ საქართველოს, რა გინდათ ამ ქვეყნისგან, ჩვენზე განვითარებული ქვეყნები ხართ, ჩვენზე ძლიერი ეკონომიკები გაქვთ, ჩვენზე მეტი ხალხი ცხოვრობს თქვენს ქვეყნებში, გამოდით, ეომეთ კაცო, იომეთ, ვინ დაგიშალათ, საქართველომ არ იომა? არ მიიღო თავისი წილი უბედურება? სამწუხაროდ და საუბედუროდ?
ჩვენ ხომ გამოცდილი და გამოვლილი გვაქვს ეს ყველაფერი. რა გინდათ ამ ქვეყნიდან? მშვიდობა შევინარჩუნეთ, სიმშვიდეა, ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მივისწრაფით ევროპისკენ, რატომ, რატომ უნდა იყოს დაძაბულობა, ომი, რატომ უნდა იყოს გადაბუგული ქალაქები, ლტოლვილი მოსახლეობა. კიდევ ეს გვინდა ჩვენ? აი ეს არის რეალობა”, _განაცხადა კახა კალაძემ იმედის ეთერში.