რომის პაპ ფრანცისკეს რესპირატორული ინფექცია აქვს და რომის საავადმყოფოში რამდენიმე დღე უნდა გაატაროს,_ ამის შესახებ ვატიკანის განცხადებაშია ნათქვამი.
გავრცელებული ინფორმაციით, მას ბოლო დღეებში სუნთქვის გაძნელება ჰქონდა, მაგრამ კოვიდი არ აქვს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ პაპს სჭირდება “რამდენიმე დღე შესაბამისი სამედიცინო თერაპია საავადმყოფოში”.