,,სხვათაშორის მომავალი ევროპარლამენტის არჩევნები იქნება პირველი, ამ ევროპული ინსტიტუციის ისტორიაში, როდესაც ამომრჩეველი დიდი ყურადღებით დააკვირდება ამომრჩეველთა სიას, მომავალი დეპუტატების ბეგრაუნდს და ასე შემდეგ…
აქამდე ევროპარლამენტში ირჩევდნენ ხალხს, რომლთა დიდ ნაწილსაც ფაქტიურად შიდა პოლიტიკურ ველზე არც გავლენა, არც ცნობადობა და არც არანაირი ავტორიტეტი არ ქონდათ, ამის მაგალითები ძალიან ბევრია და მითუმეტეს ჩვენთვის კარგად ცნობილი გლუკსმანი, შიბლაუსკასი ან თუნდაც ვიოლა ფონ დე გარმონი… (სამწუხაროდ ამ ბოლო პარლამენტში უმრავლესობა სულ გარმონები და შიბლას რაცხაჩულიონისები მოვიდნენ) ამიტომ შემდეგი პარლამენტისთვის ამომრჩეველი ისევე “გაფილტრავს” მომავალი დეპუტატების სიას როგორც ეს ხდება ხოლმე ეროვნული არჩევნების დროს.. თან ეს მოხდება იმ ფონზე რომ, ევროპარლამეტს ფუნქციები და გავლენები გაეზარდა და აღარავის სურს ვიოლებმა, მარკელივებმა და რაფიკებმა გადაწყვიტონ გაერთიანებული ევროპის ბედი
სულ ეს მინდოდა მეთქვა.. აწი რომ იცოდეთ ქოცმაც, ნაცმაც და შუაშისტმაც” _ წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე.