“ბილაინი” “სელფის” სახელით გააგრძელებს მომხმარებლისთვის , _ ინფორმაციას რებრენდინგის შესახებ კომპანია ავრცელებს.
“ბრენდის გაჩენა განაპირობა კომპანიის სურვილმა მიგვეცა მომხმარებლისთვის წვდომა ყველა იმ ტექნოლოგიურ გადაწყვეტაზე, რომელიც ადამიანების ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს და უმარტივებს ყოველდღიურობას
. შეიძლება ითქვას, რომ სელფის მეშვეობით მომხმარებელი საკუთარი სმარტფონის ყველა ფუნქციას სრულად იყენებს, რადგან სელფი აბონენტს ყველაფერს რაც მას სჭირდება, ერთდროულად სთავაზობს: კომუნიკაციის, ინფორმაციის გაცვლის, სწავლისა და პიროვნული განვითარების, მოგზაურობის, გართობისა თუ მუშაობისთვის საჭირო გადაწყვეტებს,”- განაცხადა სელფი მობაილის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ბერიშვილმა.




























































