საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5375 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5420 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7661 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7817 ლარს შეადგენდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1317 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 7 აპრილიდან შევა ძალაში.