2 თვის ბავშვი, რომელსაც თურქეთში მომხდარი მიწისძვრისას სამაშველო ჯგუფები 128 საათის განმავლობაში ეძებდნენ, დნმ-ის ტესტით შემოწმების შემდეგ, დედასთან დაბრუნდა.
ბავშვის გადარჩენის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედა მიწისძვრას შეეწირა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ქალი ცოცხალია. როგორც ირკვევა, იგი ნანგრევებიდან ამოყვანისას სხვა კლინიკაში გადაიყვანეს.
თურქეთის ოჯახისა და სოციალური საკითხების მინისტრმა, დერია იანიკმა Twitter-ზე ბავშვისა და დედის შეხვედრის ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ “სამინისტრო მათ გვერდითაა”.