“ერ მეტყევეს ნაჯახის მეტი არაფერი ებადა. შედიოდა ტყეში, მოჭრიდა დაამუშავებდა, და მისი გაყიდვით ირჩენდა თავს..
ერთ თ დღესაც შევიდა ტყეში, დაღლილი მდინარის პირას მივიდა და წყლის დალევის დროს, ეს ერთადერთი ნაჯახი მდინარეში ჩაუვარდა. ჩამოჯდა იქვე, და გამწარებული აქვითინდა. უცებ თავზე ღმერთი წამოადგა, და შეწუხების მიზეზი შეეკითხა. ღმერთი შევიდა მდინარეში, იქედან ბრილიანტის ნაჯახი ამოიღო და გლეხს შეეკითხა..
– ეს არის შენი ნაჯახიო?!..არაო, მიუგო გლეხმა. ხელმეორედ შევიდა მდინარეში, და ეხლა ოქროს ნაჯახი გამოუტანა…
– აბა ეს არისო?!… არც ეს არისო მიუგო გლეხმა. მესამეჯერ ვერცხლის ამოიღო, და იმაზეც უარი უთხრა გლეხმა. ბოლოს თავისი რკინის ნაჯახი ამოუტანა და აბა ეს არისო?! – კი ეგ არისო! ღმერთმა ნაჯახი მისცა და ეუბნება…
– შენ შრომისმოყვარე და პატიოსანი ადამიანი ხარ, აიღე ყველა ეს ნაჯახები შენთვის მიჩუქნიაო!
გახარებული გლეხი წამოვიდა, ნაჯახები გაყიდა, და ცოტა ხელი მოითბო…
რამოდენიმე ხნის შემდეგ, ისევ წავიდა გლეხი ტყეში, ოღონდ ცოლთან ერთად და იმ მდინარის ნაპირს მიადგა. უცებ ცოლს ფეხი დაუცდა, და მდინარეში ჩავარდა. ისევ აქვითინდა სიმწრისგან. სად იყო და სად არა, ისევ წამოადგა თავზე ღმერთი და ეკითხება…
– ეხლა რაღა დაგემართაო?!… ცოლი ჩამივარდა წყალში, და ვერ უშველეო. ღმერთი შევიდა მდინარეში და იქედან ჯენიფერ ლოპესი ამოიყვანა…
– ეს არის შენი ცოლიო?!
– კი, ეს არისო!
ღმერთი გაბრაზდა და გლეხს ეუბნება…
– მე შენ პატიოსანი კაცი მეგონე, და რატომ მატყუებო?! გლეხმა ახედა ღმერთს და ეუბნება…
– მე რომ ეხლა შენთვის მეთქვა არაო, შენ შემდეგ ჯულია რობერტს ამოიყვანდი, შემდეგ მონიკა ბელუჩს და ბოლოს ამოიყვანდი ჩემს ცოლსო!.. მე გეტყოდი, კი ეს არისო, შენ ისევ მეტყოდი პატიოსანი კაცი ხარ და სუყველა წაიყვანეო, მაგრამ იმაზე რატომ არ იფიქრე, რომ ამდენი ცოლის რჩენის თავი მაქვს თუ არაოო?! _ სახალისო არაკს ფეისბუქგვერდზე “პოზიტივი გურიიდან” ჯგუფის წევრი, გია სიხარულიძე ავრცელებს.