მამაკაცმა 100 000 დოლარი გაიტაცა, რის შემდეგაც ქვეითს დაეჯახა და არხში გადავარდა. შემთხვევა რუსთავში მოხდა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, დავით გარეჯის ქუჩაზე, მამაკაცმა “ბეემვე”-ს მარკის ავტომობილიდან მოტყუებით ჩასვა მგზავრი და მისი კუთვნილი თანხა, 100 000 დოლარი გაიტაცა. შემთხვევის ადგილიდან მალევე მძღოლი გზაზე მოძრავ ქვეითს დაეჯახა, რის შემდეგაც საჭე ვერ დაიმორჩილა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და არხში ჩავარდა.
ადგილზე მალევე მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.
შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა დაზარალებული მამაკაციც, არსებული ინფორმაციით ის აღნიშნული თანხით ავტომობილის ყიდვას აპირებდა.
ბრალდებული, 25 წლამდე ახალგაზრდა კი პოლიციამ ადგილზე დააკავა.
წყარო: ინფორუსთავი