11 აპრილის ღამეს რუსეთის არმიამ ხერსონის ეკლესია დაბომბა. ამის შესახებ ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაცია იტყობინება .
“აღდგომის წინა დღეს რუსეთის არმიამ დაბომბა ხერსონის ეკლესია. ღამით, რუსეთის არტილერიამ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ტაძარს თავს დაესხა “, – ნათქვამია შეტყობინებაში.
დაბომბვის შედეგად ჩამსხვრეულია მინები, დაზიანებულია სახურავი და კედლები.
OVA-ს ცნობით, მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაშავებულა.
ავტორი