“სოროსს და სოროსელებს დავუპირისპირდები – რუსეთუმე ხარო! ოცნებას გავაკრიტიკებ – პრო-ამერიკელი ხარო! ნაცებს დავუპირისპირდები – ოცნებასთან ხარ შეკრულიო!
რუსეთის ოკუპაციას დავუპირისპირდები – ააა ამერიკელებმა იყიდესო! ლიბერასტებს გავაკრიტიკებ – ფაშისტი არისო! მორალს,ზნეობას, ტრადიციებს დავიცავ – ჰომოფობია ხომ ვამბობდითო! ეკლესიის და მართლმადიდებლობის მტრებს შევებრძოლები – შავრაზმელების იდეებს იზიარებსო! მურუსიძე-ჩინჩალაძის უკანონო სასამართლოს ვამხელ – ლიბერალური ოპოზიციის ნარატივს ავრცელებსო!
დავით აღმაშენებლის ძეგლის აღმართვა მოვითხოვე – ომის დაწყება უნდაო! მოკლედ ჩამოყალიბდით – პრო-ამერიკელი ვარ , ნაცისტი , რუსეთუმე , ოცნებისტი , ჰომოფობი , ლიბერალური-ოპოზიციის მოკავშირე, შავრაზმელი თუ თალიბანის მებრძოლი!
თავად ხომ ხვდებით თუ რა აბსურდში ცხოვრობთ , თავად სულგაყიდული-მანქურთები როგორ ცდილობთ სხვას ცილი დაწამოთ, სიცრუეში იცხოვროთ და სამშობლოს უღალატოდ!
სიმართლე გაინტერესებთ თუ ვინ ვარ! გეტყვით – ქ ა რ თ ვ ე ლ ი ვარ , ქ ა რ თ ვ ე ლ ი ი ი ი !
ქართველი ვარ ყოველგვარი მაშასადამეს გარეშე!
ზვიადელი ვარ!
ზვიადის და მერაბის გვერდით გაზრდილი – მათი იდეების ერთგული!
1989 წლის 9 აპრილის მონაწილე !
1991 წლის დეკემბერში კანონიერი ხელისუფლების დამცველი ჯარისკაცი !!!
არც ჩრდილოეთის მონა ვარ , არც აღმოსავლეთის , არც დასავლეთის და არც სამხრეთის – თავისუფალ საქართველოზე მეოცნებედ დავრჩი – აი ისეთ საქართველოზე დიდ ილია რომ ოცნებობდა ——- “ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს “ . _ წერს სოციალურ ქსელში ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე.