რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსკოვის დროის შემოღების შესახებ “კანონს” ხელი მოაწერა.
კანონის მიხედვით, მოსკოვის დრო შემოღებული იქნება ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში.
შეგახსენებთ, რომ პუტინმა ამ ტერიტორიების მის მიერვე დანიშნულ ე.წ “ლიდერებთან” შეთანხმებები გასული წლის 30 სექტემბერს გააფორმა. 5 ოქტომბერს კი ხელი მოეწერა ფედერალურ “კანონებს”, რომლებიც ამ რეგიონების რუსეთის ფედერაციაში “შესვლას” ადასტურებს.
რუსული ჯარები დასახელებულ რეგიონებს სრულად ვერ აკონტროლებს.
უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობას ცივილიზებული მსოფლიო გმობს. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ შესაბამისი რეზოლუციაც მიიღო.