მორიელი
ამ ადამიანებს კარგი ათვისების უნარი აქვთ, სწრაფად ერგებიან ახალ პირობებს, მარტივად გრძნობენ სხვა ადამიანებს, აქვთ კარგი იუმორის გრძნობა. არ არის გასაკვირი, რომ ისინი ხშირად ხვდებიან ხელმძღვანელ თანამდებობებზე. მათ ხომ კარგად გამოსდით ადამიანების მართვა და მანიპულირებაც კი.მორიელები დიდად არ იწუხებენ თავს თეორიული ცოდნის შეგროვებით, არც წიგნების კითხვა უყვართ. სამაგიეროდ, მათ შეუძლიათ საქმის არსს ჩაწვდნენ და გამოყონ იქედან მხოლოდ ყველაზე საჭირო ინფორმაცია. თუმცა ზედმეტი ემოციურობა უშლის ამ ნიშნებს ხელს ზოგიერთ სიტუაციაში კეთილგონივრულად მოქცევაში.
სასწორი
ისინი ნამდვილი მატარებლები არიან ცხოვრებისეული სიბრძნის. შეუძლიათ უკიდურესობებში არ გადავარდნენ და ყველაფერში შეინარჩუნონ ბალანსი. ხშირად იკავებენ ხელძღვანელ თანამდებობებს, რადგან შეუძლიათ ურთიერთობა ადამიანებთან და მათგან საჭირო რეზულტატის მიღება.
თხის რქა
ეს ადამიანები არასდროს ჩქარობენ, მაგრამ ყოველთვის ასწრებენ ჩაფიქრებულ საქმეს. ეს გარშემომყოფებში შურსაც იწვევს. საქმე იმაშია, რომ თხის რქას შეუძლია პრიორიტეტების სწორად დალაგება. მათ იციან რომელი დავალება უნდა შეასრულონ თავდაპირველად და რომელი შეუძლიათ გადადონ მომავლისთვის.თუმცა, თხის რქებს ყოველთვის რაღაც არ ყოფნით, სულ მცირე რაღაც. ხანდახან ძალიან ეშინიათ გარისკვა, თუნდაც დიდი მოგების გამო. ნაწილობრივ, ეს იმით აიხსნება, რომ თხის რქებს ძალიან ეშინიათ კონტროლოის დაკარგვის.
ლომები
ყველაზე ჭკვიან ზოდიაქოს ნიშნებს მიეკუთვნება ლომიც. ისინი თხის რქებისგან განსხვავებით, სიამოვნებით რისკავენ და მათი რისკი უმეტესად გამართლებულია. ეს ეხმარება ლომებს წარმატებაში სხვადასხვა სფეროში.ხოლო სურვილი, ყველა საქმეში ორიგინალურად მოიქცნენ, იპოვონ არასტანდარტული გამოსავალი, ეხმარება ზოდიაქოს ამ ნიშნებს თავისი ამბიციური მიზნების მიღწევაში.
კირჩხიბი
ვიღაცისთვის მოულოდნელი იქნება ეს ნიშანი განსაკუთრებულად ნიჭიერების სიაში. სინამდვილეში კირჩხიბი მართლაც რომ ჭკვიანია, უბრალოდ ნაკლებად ახდენს ამის დემონსტრირებას. მათ ურჩევნიათ ჩრდილში ყოფნა, მაგრამ მათი შრომისმოყვარეობა და ყველაფრის სწრაფად ათვისების უნარი ნებისმიერ კომპანიაში სასურველ თანამშრომელს ხდის. კირჩხიბების მოქნილი აზროვნება ეხმარება მათ იპოვონ უხილავი გზები რეზულტატის მისაღებად.