კურო
ზოდიაქოს ეს ნიშანი ყველაზე ნაყოფიერ მებაღედ ითვლება. მისი მზრუნველი ხელები სიცოცხლეს ხმელ კუნძსაც მისცემენ. თუმცა, ხშირად კუროები ზედმეტი მონდომებისგან ზედმეტ ყურადღებას იჩენენ ნარგავების მიმართ და ზოგჯერ ამით აფუჭებენ ხოლმე. ამიტომ მათ უნდა ისწავლონ მორწყვის და სასუქის შეტანის სიხშირის დაბალანსება და ზომის დაცვა.
თევზები
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ყველაფერი მოყავთ, რასაც ხელს დაადებენ. გადარგვის. მათი მცენარეები სწრაფად იდგამენ ფესვებს და კარგად ვითარდებიან. პრობლემა ის არის, რომ თევზები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ამინდს, ამიტომ აჯობებს ისარგებლონ მეურნის კალენდრით.
მორიელი
მორიელსაც კარგად გამოსდის უხვი და ხარისხიანი მოსავლის მოყვანა. მცენარეები, რომელსაც მორიელი უვლის, უფრო გამძლეა მავნებლების და არახელსაყრელი პირობების მიმართ. პრობლემები მაშინ უჩნდება, როცა ისინი სხლავენ ან ამყნიან მცენარეს. ხშირად ხდება, რომ ამ დროს მცენარე ეღუპებათ.