მერწყული გიჟდება ინტელექტუალურ საუბრებზე, ბოლომდე იხარჯება. მას ცოდნა სწყურია და განსახილველი საკითხის ყველა ასპექტის შესწავლა უყვარს. მერწყული ძალიან კომუნიკაბელურია, მასთან არ მოიწყენთ, სასაუბრო თემას ვერასდროს ამოწურავთ.
მერწყული ძალიან აქტიურია და ყოველთვის თავგადასავლებს ეძებს. მისთვის სამყარო მშვენიერია, თითოეულ წუთს აფასებს და აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს. მერწყული – მეამბოხე ნიშანია, ამიტომ მისგან პროგნოზირებად ნაბიჯებს არ ელოდოთ.
ამ ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი მორცხვი, ზოგიერთი კი მოლაყბეა. იმის მიუხედავად, თუ რამდენს ლაპარაკობენ, მათი მოსმენა ყოველთვის საინტერესოა. ნაკლებად კომუნიკაბელური მერწყულიც კი მისთვის ახლო თემებზე შეიძლება აალაპარაკოთ.
საქმიან და სასიყვარულო ურთიერთობაში, როგორც წესი, ცივი და განცალკევებული ჩანს. სინამდვილეში, უბრალოდ პრაქტიკულია. ზარებით არ შეგაწუხებთ, რომ გაცნობოთ, თუ როგორ მოენატრეთ ან უყვარხართ. ურთიერთობაში დრამებს ერიდება, მაგრამ მაინც შეუძლია იყოს რომანტიკული ადამიანი.
მერწყული მოაწესრიგებს იმ ადამიანის ცხოვრებას, ვისაც ზედმეტი შფოთვისა და ხარჯისკენ მიდრეკილება აქვს.
მერწყული შემოქმედებითი გონებით და ლიდერის თვისებებით იბადება, რომ არსებული წესები სრულყოს და შეცვალოს. ის საზოგადოებრივი აზრის საპირისპიროდ მოქმედებს, საკუთარ გადაწყვეტილებებს იღებს და საკმაოდ დომინანტურად იქცევა.
მეამბოხე მერწყული წარმატებას აღწევს მეცნიერებაში, გამოგონების და ტექნოლოგიების სფეროში.
მერწყულის ერთგულებით ყველა აღფრთოვანებულია. მასზე შთაბეჭდილების მოხდენა რთულია, მაგრამ თუ მერწყული თქვენი მეგობარი გახდება, ის ყოველთვის თქვენი ერთგული და მზრუნველი იქნება. ის მეგობრებს ან საყვარელ ადამიანებს შერჩევით არჩევს და მათ არ უშვებს. მერწყულის მეგობარი ყველაფერს გააკეთებს, რომ ახლობლები გაახაროს.
მერწყული – ყველაზე ნამდვილი ალტრუისტი და ფილანტროპია. ცდილობს, რომ ყველა გააბედნიეროს. ყოველთვის მზადაა დასახმარებლად. კარიერას საქველმოქმედო და არაკომერციულ ორგანიზაციებში იწყობს.
იმის მაგალითი, რომ მერწყულს ნამდვილი გმირული საქმის ჩადენა შეუძლია – ირენა სენდლერი, რომელმაც ნაცისტების ხელიდან 2 ათასზე მეტი ბავშვი გადაარჩინა.
მისი ერთ–ერთი ძლიერი მხარე რაღაც მოულოდნელი ქმედების განხორციელებაა. ცვლილებებს სწრაფად ეგუება და სიტუაციის გასაუმჯობესებლად იდეები ყოველთვის აქვს. არაპროგნოზირებადი მერწყულისთვის რუტინული სამსახური არაა. ის დამოუკიდებელ საქმიანობას უპირატესობას ანიჭებს.
მერწყული თავგადასავლებსა და მოგზაურობებში აუცილებლად ჩაგითრევთ.
მას ყველაფერზე საკუთარი აზრი აქვს და აზრის გამოთქმა არ აშინებს. ეს ჰაერის ნიშანი თანდაყოლილი კომუნიკაბელურობით და მახვილი გონებით გამოირჩევა. მერწყული ენერგიული პიროვნებაა, რომელთანაც თავს ყოველთვის კარგად გრძნობთ.
მერწყულს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვს და არაფერი სჭირდება. პარტნიორზე დამოკიდებულების უფლებას საკუთარ თავს არასდროს მისცემს. ხშირად სიჩუმის და სიმშვიდის მომენტები სჭირდება, რომ აზრები მოიკრიფოს. ობიექტურობის საკითხში, ყველაფერს ცხადად ხედავს და კამათში მოწინააღმდეგის სიმართლის აღიარება შეუძლია.