პირველი მაისი ესაა ძალიან მნიშვნელოვანი და მაგიური თარიღი, რომელიც თქვენს ერთ ყველაზე სანუკვარ ოცნებას აასრულებს.
აიღეთ ფურცელი სასურველია იყოს ლამაზი, ორნამენტებიანი. შესაძლებელია თითონაც მოხატოთ.
სურვილის დაწერის დროს აუცილებელია თქვენს გვერდით იყოს ცეცხლის ენერგია. შესაძლებელია, სანთელიც.
სანამ სურვილის დაწერას დაიწყებთ, კონცენტრირდით თქვენს სურვილზე. დაინახეთ თქვენი თავი უკვე ასრულებული სურვილის შემთხვევაში, ის სიხარულსა და ბედნიერებაში იყავით, რასაც ამ სურვილის ასრულება მოგიტანთ. ცოტა დრო დაუთმეთ ვიზუალიზაციის პროცესს და შემდეგ წერთ სურვილს:
მე (თქვენი სახელი და გვარი, დაბადების თარიღი) ვისრულებ ჩემს ერთ ყველაზე სანუკვარ სურვილს და წერთ ამ სურვილს. შემდეგ სანთელი დასველებული თითებით ჩააქრეთ და ფურცელი და სანთელი მთელი ღამე დატოვეთ ფანჯრის რაფაზე. 1 მაისს შეგიძლიათ თავიდან გააქტიუროთ ეს სანთელი და ფურცელი დაწვათ მის ალზე. შემდეგ ეს ფერფლი უნდა გაიტანოთ და დაყაროთ ჯანმრთელი ხის ქვეშ, უმჯობესია, ჩამარხოთ სანთელთან ერთად. ასევე პატივი უნდა სცეთ მიწას და მიაგოთ მას რაიმე (თაფლი, ტკბილეული, ბრინჯი და ა.შ).
ეს ყველაფერი დიდი გრძნობით უნდა გააკეთოთ და თქვენი სურვილი აუცილებლად ახდება.
წყარო: ninotarot