უკრაინის საჰაერო ძალებმა გასული დღის განმავლობაში გაანადგურეს სამი რუსული საზენიტო სარაკეტო სისტემა, _ ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა.
„რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ტერორისტული ტაქტიკის გამოყენებას. გასულ დღეს მტერმა 19 სარაკეტო დარტყმა განახორციელა (ჩვენმა დამცველებმა წარმატებით დააკავეს მტრის 15 საკრუიზო რაკეტა Kh-101 და Kh-555), 17 საჰაერო დარტყმა და განხორციელდა 25 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გამოყენებით. სამწუხაროდ, დაიღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები. დანგრეული და დაზიანებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, კერძო საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა“, – ნათქვამია ინფომაციაში.