“ყველაზე ღირსეული გადაწყვეტილება, რაც აქამდე მიუღია ჩვენს ქალაქს,”- ამ სიტყვებით ეხმაურება ნანული ცხვედიანის ქუთაისის საპატიო მოქალაქედ არჩევას ჟურნალისტი ლელა გურგენიძე.
ამ ინფორმაციას ასევე უამრავი ადამიანის მხრიდან პოზიტიური შეფასებები მოჰყვა.
ქუთაისელები თვლიან, რომ თუ ვინმე შეიძლება ატარებდეს ქუთაისის საპატიო მოქალაქის ტიტულს, ერთ- ერთი ნანული ცხვედიანია.
ცნობილი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე თავისი ცხოვრებითა და საქმიანობით გამორჩეულია როგორც უფროსი თაობისთვის, ასევე ახალგაზრდებისთვის.
ნანული ცხვედიანმა 1973 წელს ქუთაისის მეშვიდე საშუალო სკოლა წარმატებით დაამთავრა; მოგვიანებით აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სხვადასხვა წლებში სხვადასხვა მედია საშუალებებში მუშაობდა. არის რამდენიმე წიგნის ავტორი. დააგროვა ბევრი სიყვარული და მის მიმართ ბევრი პატივისცემა.
ავტორი