სუდანში მშვიდობიანი მოსახლეობა კატასტროფის წინაშე დგას,_ ამის შესახებ გაეროში აცხადებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, 100 000-ზე მეტი ადამიანი გაიქცა სუდანიდან მას შემდეგ, რაც 15 აპრილს მეტოქე ძალებს შორის მძიმე ბრძოლები დაიწყო.
ცნობისთვის, ბრძოლა გრძელდება დედაქალაქ ხარტუმში არმიასა და გასამხედროებულ სწრაფი მხარდაჭერის ძალებს (RSF) შორის, მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტისა, რომელიც ძალაში უნდა იყოს.
ორშაბათს, გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სუდანში, ვოლკერ პერტესმა განუცხადა AP საინფორმაციო სააგენტოს, რომ მხარეები შეთანხმდნენ მოლაპარაკებებზე მოლაპარაკებებზე “სტაბილური და საიმედო” ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
საუდის არაბეთი მოლაპარაკებების პოტენციური ადგილი იყო, დასძინა მან.
თუ მოლაპარაკებები გაიმართება, ეს იქნება პირველი შეხვედრა ორ მხარეს შორის კონფლიქტის დაწყების შემდეგ.