ვერძი
წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველი ნახევარი ნებისმიერი ურთიერთობისთვის არახელსაყრელია. პარტნიორის მიმართ გამოვლენილმა უხეშობამ შეიძლება საპასუხო უხეშობა და გაღიზიანება გამოიწვიოს, რაც სიტუაციას უკიდურესად დაძაბავს. ეცადეთ, დაპირისპირებას თავი აარიდოთ და კომპრომისი იპოვოთ. სიზმარი ერთ კვირაში ასრულდება. სიზმარში სარკის ნახვა ქორწინების ან ინტიმური ურთიერთობების ნიშანია.
კურო
ხორციელი ცდუნებებით სავსე, ილუზიებისა და მოტყუების დღეა. უცნაურია, მაგრამ სურვილების ასრულებამ, პოზიტივის ნაცვლად, შეიძლება ჩიხში შეგიყვანოთ. მოსალოდნელია არაკეთილმოსურნე ადამიანების ინტრიგები და ურთიერთობაში პრობლემები. ვარსკვლავები გირჩევენ, მეტი სიმშვიდე და სიმტკიცე გამოავლინოთ. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი, რაც ბრჭყვიალებს, ოქრო არაა. სიზმარი ერთი თვის განმავლობაში ასრულდება.
ტყუპები
ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყების, საქმიანობის სფეროს ან სამსახურის შეცვლისთვის. თქვენი სექსუალური ენერგია და პიროვნული ხიბლი თანდათან იზრდება. დღის მეორე ნახევარში შეიძლება მეგობრებთან ურთიერთობაში პრობლემები შეიქმნას. მოერიდეთ დაპირისპირებას, კომპრომისი მონახეთ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია უსიამოვნო ამბავი ან უხერხული სიტუაცია.
კირჩხიბი
ეს დღე ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას განასახიერებს. მიხვდებით, რომ სურვილების ასრულებას ყოველთვის ბედნიერება არ მოაქვს. კარგად დაფიქრდით, სინამდვილეში რა გსურთ. ამაზეა დამოკიდებული, საბოლოოდ რას მიიღებთ.
ლომი
ამ დღეს ორმაგი მახასიათებელი აქვს. დღის პირველი ნახევარი ნებისმიერი ურთიერთობისთვის არახელსაყრელია, თუმცა, ინდივიდუალური შემოქმედების მიმართულებით ყველა საქმე წარმატებით განხორციელდება. ფრთხილად იყავით – შუადღის შემდეგ ტრავმის რისკი იზრდება.
ქალწული
ხელსაყრელი დღეა სპორტისა და ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვისთვის. ამ დღეს შეიძლება ურთიერთობა აღადგინოთ ადამიანთან, რომელიც დაკარგული გეგონათ. გახსოვდეთ, რომ ძველი წყენის გახსენებას და დაპირისპირებას კომპრომისის პოვნა სჯობია. ბავშვების ინტერესები თქვენი მხრიდან ყურადღების გაზრდას და პირად მონაწილეობას მოითხოვს.
სასწორი
ხელსაყრელი დღეა ქველმოქმედების, პატიებისა და სინანულისთვის. მოერიდეთ დაპირისპირებას, ეძებეთ კომპრომისი და ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. შუადღისას უხერხული სიტუაცია გელით, რამაც შეიძლება, დღის წარმატებული ფონი გააფუჭოს.
მორიელი
მოტყუებისა და ილუზიების დღეა. შესაძლებელია, პროფესიულმა პრობლემებმა და ოჯახის წევრების დამოკიდებულებამ თქვენი პოზიციები შეცვალოს. შეცდომების და, მით უმეტეს, ღალატის პატიება ძალიან გაგიჭირდებათ. ეცადეთ, ბრაზი უდანაშაულო ადამიანებზე არ იყაროთ – ეს თქვენს ავტორიტეტს დააზიანებს და სიტუაციას კიდევ უფრო გაართულებს.
მშვილდოსანი
უსიამოვნო ამბავი ან უხერხული სიტუაცია გელით, რამაც შეიძლება, პარტნიორებთან ან მეგობრებთან ურთიერთობა გაამწვავოს. მოერიდეთ დაპირისპირებას, ეძებეთ კომპრომისი და ყველაფერი გამოვა. დღის მეორე ნახევარში ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას – მოსალოდნელია ინფექციური დაავადება.
თხის რქა
ხელსაყრელი დღეა ურთიერთობის, სპორტისა და ნებისმიერი ფიზიკური სამუშაოსთვის. მერკურის რეგრესულმა მოძრაობამ შეიძლება გარკვეული ფინანსური ზარალი გამოიწვიოს. ძვირად ღირებული შენაძენი ან მოულოდნელი ხარჯები გელით. ოჯახური საქმეები დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ. ბავშვების ინტერესები თქვენი მხრიდან ჩართვას მოითხოვს.
მერწყული
ამ დღეს განსაკუთრებით ჭორებსა და ცილისწამებას უნდა ერიდოთ. ვიღაც ისევ ცდილობს, პრობლემები შეგიქმნათ. პირობის მიცემის დროს სიფრთხილე და წინდახედულება უნდა გამოიჩინოთ. გირჩევთ, ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოერიდოთ და უფრო ხელსაყრელ დროს დაელოდოთ. მერწყულ მამაკაცებს მოგებიანი ბიზნესწინადადება ელით, მაგრამ სანამ დათანხმდებით, მოსალოდნელი შედეგი კარგად უნდა გათვალოთ.
თევზები
ამ დღეს იმედგაცრუება და მოტყუება გელოდებათ. ბევრი თევზი ღალატსა და სულმდაბლობას შეეჯახება. ეს შეიძლება ნერვული სტრესის ან დეპრესიის მიზეზი გახდეს. გირჩევთ, კარგად ნაცნობ ადამიანებსაც არ ენდოთ ბრმად. კეთილგანწყობა, ადამიანების დარწმუნების უნარი და თავდაჯერებულობა – ეს ის სამი საყრდენია, რომელზეც ურთიერთობა უნდა ააგოთ. შეეცადეთ, შექმნილი სიტუაციის ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე გაითვალისწინოთ.