დღეს ფაშიშმზე გამარჯვების 78-ე წლისთავი აღინიშნება.
„გურია ნიუსის“ მოპოვებული ინფორმაციით, ლანჩხუთიდან – 7500, ჩოხატაურიდან – 5545, ხოლო ოზურგეთიდან – 11653 ადამიანი წავიდა მეორე მსოფლიო ომში. აქედან 60 ქალი იყო.
როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახები – 500 ლარს მიიღებენ. ასევე ამას ემატება ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოყოფილი თანხები. დილიდანვე სამივე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმ ხუთ ადამიანს ესტუმრნენ, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდნენ.
ავტორი