უამინდობამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, დიდივანის ადმინისტრაციულ ერთეულში.
როგორც მერის წარმომადგენელი ელენე ზაქარეიშვილი ამბობს, ხშირი წვიმებისგან დაზიანებულ საუბნო გზას და ცხაურებს სოციალური პროგრამის ფარგლებში დასაქმებულები ასუფთავებენ.
“სოფელ დიდი ვანში სოც დასაქმებულების მიერ მიმდინარეობს ხშირი წვიმებისგან დაზიანებული საუბნო გზის და ცხაურების გაწმენდა, მაგრამ ზოგ ადგილას ტექნიკა გვესაჭიროება“,_ წერს ზაქარეიშვილი სოციალურ ქსელში.
“გურია ნიუსი” მერის წარმომადგენელს დაუკავშირდა.
ჩვენთან საუბრის დროს ელენე ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ ინტენსიური წვიმას სერიოზული ზიანი სოფლისთვის არ შეუქმნია და გზა ჩაკეტილი არ არის.
nbsp;
ავტორი