უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩაშალა რუსეთის ინტენსიური საჰაერო თავდასხმა კიევზე სამშაბათს დილით, ჩამოაგდო 18-ვე რაკეტა, რომლებიც გამიზნული იყო დედაქალაქისკენ. ინფორმაციას ap ავრცელებს.
“რუსეთის ბოლო თავდასხმა კიევზე იყო გამორჩეული თავისი სიმკვრივით – თავდასხმა რაკეტების მაქსიმალური რაოდენობით უმოკლეს დროში”, _ თქვა სერხი პოპკომ, კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
დიდი ბრიტანეთის ელჩმა უკრაინაში, მელინდა სიმონსმა ტვიტერზე დაწერა, რომ სროლა იყო “საკმაოდ ინტენსიური”.
„დარტყმა და კედლების რხევა. ადვილი ღამე არ არის“, – წერს იგი.
ეს იყო მერვე შემთხვევა ამ თვეში, როდესაც რუსეთის საჰაერო თავდასხმები მიზნად ისახავდა დედაქალაქს.
უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ გაშვებული იქნა 18 სხვადასხვა ტიპის რაკეტა, მათ შორის თვითმფრინავები, საკრუიზო რაკეტები და ბალისტიკური რაკეტები, თუმცა ყველა შეაჩერეს.
“ექვსი აერო-ბალისტიკური რაკეტა „კინჟალი“ გაშვებული იქნა MiG-31K თვითმფრინავიდან, ცხრა საკრუიზო რაკეტა შავ ზღვაში მდებარე გემებიდან და სამი სახმელეთო S-400 საკრუიზო რაკეტა მიზნად ისახავდა დედაქალაქს, თქვა იჰნატმა Telegram-ის განცხადებაში.
პირველი შეტევის შემდეგ, რუსეთმა ასევე გაუშვა ირანული წარმოების შაჰედი თავდასხმის თვითმფრინავები და ჩაატარა საჰაერო დაზვერვა”, _ თქვა იჰნატმა.
ნამსხვრევები ჩამოვარდა კიევში.
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად მანქანებს ცეცხლი წაეკიდა და ზოოპარკის ტერიტორიაზე დაეცა, მაგრამ ზარალი არ დაფიქსირებულა.