გორში მცირეწლოვანი სავარაუდოდ, ჩუტყვავილას ვირუსის გართულებებით დაიღუპა.
4 წლის თომა წიქარიძეს ჩუტყვავილას სიმპტომები დაახლოებით 1 კვირის წინ განუვითარდა.
ბავშვს მშობლები სახლის პირობებში, ოჯახის ექიმის რეკომენდაციების საფუძველზე მკურნალობდნენ.
მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ ბავშვი კლინიკა “გორმედში” გადაიყვანეს.
„როგორც ყოველთვის, გორმედში გულგრილად მიიღეს და წავედით თბილისში. ვერ ჩავუსწარით ბავშვს, დედას ჩააკვდა ხელებში. როცა მიხვალ და ერთი საათი სჭირდება იმას, რომ რეანომობილი მობილიზდეს, ან საერთოდ რამე გაკეთდეს. ბავშვს ჩუტყვავილა აქვს და ვერ შევიყვანთ ოთახში, სად ოთახში ვერ შევიყვანთ, გადასხმას ბავშვს ვერ გავუკეთებთ, ხომ შეიძლება მისაღებში გაუკეთო ბავშვს გადასხმა, სადმე, თუ შენ გულგრილი არ ხარ“ – ამბობს ოჯახის ნათესავი.
“პრაიმტაიმი”